ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 3 454 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 454-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 764 352 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 398 059 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 154 476, გარდაიცვალა 15 404 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.