უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევში ტერაქტის მომზადებაში ბრალდებული დააკავა. ბრალდებული მაშინ დააკავეს, როდესაც ის ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებასთან ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდებას გეგმავდა.
როგორც ცნობილია, დაკავებული პირი დაკავშირებულია კიევში უცხო ქვეყნების საელჩოებთან საპროტესტო აქციების ორგანიზატორებთან.
ამასთან, უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებული ასევე აშინებდა მედიის წარმომადგენლებს და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს. კერძოდ, სხვადასხვა წარწერას აკეთებდა მათ საცხოვრებელ სახლებთან კიევში.