ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი საქართველოშია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე საქართველოშია. „მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. ეს არის ამ ქვეყანაში ჩემი პირველი ვიზიტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის რანგში. ჩემს ვიზიტს 3 მიზანი აქვს: პირველ რიგში, რომ ვიმუშაოთ ჯანდაცვის მუშაკებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად კორონავირუსის საკითხებზე.

ჩემი მეორე მიზანია, შევთანხმდეთ იმაზე, თუ როგორ ვიმუშავებთ ზოგადად ჯანდაცვის რეფორმის საკითხებზე. მე მინდა მივულოცო ეკატერინე ტიკარაძეს, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, საქართველოში მაინც გრძელდება უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით მუშაობა. მე-3 მიზანია ჯანმოს საქართველოს ოფისის მუშაობის გაძლიერება.

რასაც მე ვხედავ, კორონავირუსზე რეაგირება საქართველოში ძალიან კარგად მიმდინარეობს და მას ეკატერინე ტიკარაძე და ჯანდაცვის სისტემა ერთად უძღვებიან, რადგან ყველა მხრიდან იყო ჩართულობა, როგორც მეცნიერების, ასევე საზოგადოების მონაწილეობა იყო ძლიერი და აქტიური. მე ვნახე მთელი რიგი ინოვაციები, რომლებიც ამ მიმართულებით ქვეყანას კარგ სამსახურს გაუწევს, მაგალითად როგორც ცხელების ცენტრები, ასევე ონლაინ კლინიკები, რომელსაც მე დღეს ვესტუმრე, ასევე კოვიდსასტუმროები.

ბევრ ქვეყანაში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პანდემიას მხოლოდ კლინიკებში ებრძვიან და ამ ბრძოლას ჩვენ ვერ მოვიგებთ ისე, თუ ეს ფოკუსი სხვა მიმართულებით არ იყო გადატანილი, მაგალითად კოვიდსასტუმროებში. ჩვენ ვისაუბრეთ ქალბატონ მინისტრთან და ნამდვილად გვირაბის ბოლოში ჩანს სინათლე, რადგან როგორც იცით ვაქცინა უკვე არსებობს, თუმცა საბოლოო შედეგამდე ჯერ კიდევ დროა დარჩენილი, მაგრამ ამ გარდამავალ შუალედურ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისობა დადგენილ სტანდარტებთან და რეგულაციებთან და ამის დაცვა, როგორც ევროპისთვის, ასევე საქართველოსთვის.

ეს ზომებია ხელის დაბანა, დისტანცია, რესპირატორული ჰიგიენა, ნიღბის ტარება და თუ თავს კარგად ვერ გრძნობთ სახლში დარჩენა, ეს ზომები არ მოითხოვს მაღალ ტექნოლოგიებს, მაგრამ ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს თუ ჩვენ მათ მივსდევთ და შევასრულებთ. მე მინდა გითხრათ, რომ თუკი შევხედავთ მონაცემებს, ჩვენ დავინახავთ, რომ ამ ზომების განხორციელებას დღეს საქართველოში დადებითი ტენდენცია აქვს. ჩვენ მომდევნო 5 დღის განმავლობაში ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად ვიმუშავებთ და უფრო მეტ ინფორმაციას მოვიპოვებთ და მეტი გვეცოდონება. მინდა გითხრათ, რომ საქართველო ჩემთვის პრიორიტეტული ქვეყანაა, კიევიდან აქ ჩამოსასვლელად 24 საათი დამჭირდა, მაგრამ ეს არის ორმხრივად მომგებიანი სიტუაცია, ჩვენ ჩვენი მხრიდან გამოცდილებას და ცოდნას გავცემთ და ასევე ვსწავლობთ ქვეყნისგან“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.