ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტი ქალ პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქალ წარმომადგენლებს ხვდება.
ღონისძიება ეროვნული თანხმობის მიღწევის მიზნით იმართება. შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებული განცხადებებით ირკვევა, რომ მხარეები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, სამომავლო გეგმებსა და კრიზისის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ. საუბარი იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზეც.