NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსი არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, მზადაა ყველაზე უარესისთვის და იმისთვის, რომ მტკიცედ დაუჭიროს მხარი პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნას. იენს სტოლტენბერგის თქმით, თუ რუსეთი დაპირისპირების გზას აირჩევს, უფრო მაღალი ფასის გადახდა მოუწევს.
„რუსეთს არჩევანი აქვს: მათ შეუძლიათ, აირჩიონ დიპლომატიური გადაწყვეტა, თუმცა თუ ისინი კონფრონტაციას აირჩევენ, უფრო მაღალ ფასს გადაიხდიან. იქნება ეკონომიკური სანქციები. ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში NATO-ს სამხედრო წარმომადგენლობა გაიზრდება“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
„ეს არის სახიფათო მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის. რუსული ძალების რაოდენობა იზრდება. შესაძლო თავდასხმის გაფრთხილების დრო მცირდება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.