ვლადიმერ პუტინის იახტა გერმანიის პორტიდან მოულოდნელად გასვლისას დააფიქსირეს. გერმანული გაზეთი Bild-ი წერს, რომ სანქციების შიშის გამო, იახტა კალინგრადში განთავსდა.
2014 წელს, გერმანული გემთმშენებელ კომპანია Blohm&Voss-ის მიერ შექმნილი სამგემბანიანი სუპერიახტის ფასი 100 მილიონ დოლარს აღწევს.
იახტა აღჭურვილია სპორტული დარბაზით, სალონით, რომელშიც განთავსებულია თეთრი Steinway ფორტეპიანო, სპა, ბიბლიოთეკა და დახურული აუზი, რომელიც შეიძლება გადაკეთდეს საცეკვაო მოედნად. გემი გათვლილია 12 სტუმარსა და ეკიპაჟის 14 წევრზე.
შეგახსენებთ, დასავლეთი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე სანქციების შესახებ აფრთხილებს.