24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 3 174 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 174-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 768 137 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 418 027 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 178 151, გარდაიცვალა 15 459 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.