ფინეთმა F-35-ის ავიაგამანადგურებლების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან $9,4 მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა

აშშ-მ და ფინეთმა ლოქჰიდ მარტინის კორპორაციის F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების შესყიდვის შესახებ $9.4-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმეს. 

ფინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ამერიკული თვითმფრინავების ყიდვის შესახებ, რომელიც დეკემბერში გამოცხადდა, იყო ქვეყნის თავდაცვის გაძლიერების გრძელვადიანი გეგმის ნაწილი და არა უკრაინის გამო დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებულ დაპირისპირებაზე პასუხი. თუმცა, ფინეთმა ადრე განაცხადა, რომ თვითმფრინავების განლაგებას ქვეყანაში 2027 წელს დაიწყებდა. 

„ფინეთი, რომელიც ისტორიულად ნეიტრალურობას ინარჩუნებდა ცივი ომის დროს, ევროკავშირის წევრია, მაგრამ  NATO-ს წევრი არ არის. ბოლო წლებში, ფინეთმა გააძლიერა თანამშრომლობა დასავლურ სამხედრო ალიანსთან და მისი თავდაცვის ძალების პოლიტიკა NATO-სთან თავსებადობას ეფუძნება“, - წერს Reuters-ი.