N8 პენიტენციური დაწესებულების დაკავებულ თანამშრომელებს ლევან გელაშვილსა და შალვა მარგველაშვილს, რომლებიც გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, დაცვის მხარე კი 2000-2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
პროკურატურამ გიორგი რურუას ცემის საქმეზე N8 პენიტენციური დაწესებულების ორ თანამშრომელს ბრალდება გუშინ წარუდგინა. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გიორგი რურუას ცემის ფაქტზე პენიტენციური დაწესებულების 2 თანამშრომელი 16 დეკემბერს დააკავა.