საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების წინ PCR ტესტის გაკეთებაზე უარი თქვა. ამის შესახებ Reuters-ის ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა. ბრიტანული სააგენტოს წყაროს ცნობით, ემანუელ მაკრონმა ტესტირებაზე უარი ითქვა, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტის რუსული მხარის ხელში დნმ-ის ნიმუშის აღმოჩენას ვერ დაუშვებდნენ.
პესკოვის თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან პრეზიდენტებს შორის დაახლოებით ექვსმეტრიანი დისტანცია იყო დაცული.
„ეს მართლაც იმიტომ ხდება, რომ ზოგიერთი ლიდერი იცავს საკუთარ წესებს და მათ არ სურთ მასპინძელ ქვეყანასთან ტესტების გაცვლის კუთხით ურთიერთობა. ჩვენ გვესმის, რომ ეს ჩვეულებრივი მსოფლიო პრაქტიკაა. მაგრამ ამ შემთხვევაში დამატებითი ზომების პროტოკოლი - ჩვენი პრეზიდენტის და ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ერთდროულად მოქმედებს. ამის გამო, უფრო დიდი მანძილია პრეზიდენტებს შორის, - განაცხადა პესკოვმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში გამგზავრების წინ, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში გაიკეთა PCR-ტესტი, მოსკოვში ჩასვლის შემდეგ კი, პირადმა ექიმმა სწრაფი ტესტი ჩაუტარა.