საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანა 6 ბირთვულ რეაქტორს ააშენებს. ამასთან, განიხილება კიდევ 8-ის ექსპლუატაციაში ჩაშვების შესაძლებლობა, - ამის შესახებ CNN-ი წერს.
„ელექტროენერგიის საჭიროებების გათვალისწინებით, ვაპირებთ ახალი ბირთვული რეაქტორების პროგრამის დაწყებას. ის, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება და რის შესაძლებლობაც გვაქვს, არის საფრანგეთის ბირთვული ინდუსტრიის აღორძინება“, - განაცხადა მაკრონმა.