საბერძნეთის პოლიციამ თურქეთის საკონსულოს თანამშრომელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა

„საბერძნეთის პოლიციამ თურქეთის საკონსულოს ოფიციალური პირი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ერთი ადამიანი თურქეთის საკონსულოში, როდოსში მუშაობდა. მეორე, მზარეულად სამგზავრო გემზე, როდოს-კასტელორიზოს ხაზზე“, - განუცხადა პოლიციის წარმომადგენელმა Reuters-ს.