„ბუსტერ“ დოზით 195 637 ადამიანია აცრილი

13 თებერვლის მონაცემებით, სულ ქვეყანაში 2 774 755 აცრა ჩატარდა. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 343 219 ადამიანი - მოსახლეობის 46.7%, სრულად ვაქცინირებულია 1 233 366 ადამიანი - 42.9%, ბუსტერ დოზით აცრილია  - 195 637.

12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 3 987 (2.25%) სრულად აცრილია - 2 972 (1.68%), 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 12 482 (15.39%) სრულად აცრილია - 10 961 (13.52%)

12 თებერვალს მხოლოდ 2 089 ადამიანი აიცრა.

ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge

ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს.