შემოსავლების სამსახური საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემომტანების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა განსაზღვრულია 60 კალენდარული დღით, რომელიც შესაძლებელია, გახანგრძლივდეს დამატებით 30 დღით (შესაბამისი საფასურის - 1 კალენდარულ დღეზე 5 ლარის გადახდით), ხოლო რეექსპორტში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაყვანის ვადა შეადგენს დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 კალენდარულ დღეს.

„ზემოაღნიშნული ვადების გადაცილება წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, თუმცა კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობისა და სექტორის შემდგომი განვითარების მიზნით, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, რამდენიმეჯერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება კონკრეტულ ვადებზე მითითებით“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადება სრულად ნახეთ შემდეგ ბმულზე.