აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ, პირდაპირ ეთერში გაიკეთა. - აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ვაქცინა საჯაროდ მაიკ პენსთან ერთად მისმა მეუღლემ, კარენ პენსმაც გაიკეთა.
„არაფერი მიგრძვნია. ყველაფერი კარგად გააკეთეს" - აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა ვაქცინის გაკეთების შემდეგ. ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ აშშ-ში სამი დღის განმავლობაში 3,000-ს გადააჭარბა.