საქართველოში 13 თებერვალს მომხდარი 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის (22:25 საათი) შემდეგ მიწისქვეშა ბიძგები 6-ჯერ განმეორდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მონაცემებით, შემდგომი ბიძგების სიმძლავრე 3,1-დან 4,5-მდე მაგნიტუდამდე მერყეობდა.
ცნობისთვის, გუშინ, საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი სამებასთან იყო.