უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: უკრაინა ჰიბრიდული ომის მძლავრ ტალღას განიცდის

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУაცხადებს, რომ უკრაინა ჰიბრიდული ომის მძლავრ ტალღას განიცდის, რისთვისაც სოციალური ქსელები და მედია გამოიყენება.

„დღეს შიდა საინფორმაციო სივრცე უპრეცედენტო გავლენის ქვეშ იმყოფება. უკრაინა პანიკის სისტემური გამწვავების, ყალბი ინფორმაციის გავრცელებისა და რეალური მდგომარეობის დამახინჯების მცდელობების წინაშე დგას. ყველაფერი ეს სხვა არაფერია, თუ არა ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი ძლიერი ტალღა“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარს აანალიზებენ და თითოეულ სცენარზე რეაგირების მკაფიო გეგმა აქვთ.