თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე ახალგაზრდებში ბუსტერ-დოზების ფინანსური წახალისების გამართლება მწირია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტულ ჯგუფად კვლავ 65 წელზე უფროსი ადამიანები რჩებიან.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი რეკომენდაციების თანახმად, ვაქცინაციისთვის პრიორიტეტულ ჯგუფებად უნდა დარჩეს მაღალი რისკის ჯგუფები, ანუ 65 წლის ზემოთ ასაკობრივი პირები. ამდენად წახალისების პროგრამებიც მეტად იქნება ფოკუსირებული მაღალი რისკის ჯგუფებზე. გამომდინარე აქედან, ახალგაზრდებში ბუსტერ დოზების ფინანსური წახალისების დასაბუთება და გამართლება ამ ეტაპზე მწირია”,- განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვალშიც გრძელდება.