პაატა იმნაძე: „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ, მისი მეორე ვარიანტით დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია

„ომიკრონის“ ერთი ვარიანტის გადატანის შემდეგ მეორით დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პიკი ალბათ უკვე გადავლილია, რა თქმა უნდა, საფრთხე ჯერ კიდევ არის.

„რისკი, რომ „ომიკრონი“ მძიმედ განვითარდეს, ისევ არის. ყველას სიფრთხილისა და აცრისკენ მოვუწოდებთ. რეინფიცირების ძალიან ბევრი შემთხვევაა, მაგალითად ვისაც წინა შტამი „დელტა“ ჰქონდა გადატანილი, ძალიან ბევრს დაემართა ახლა „ომიკრონის“ ვარიანტი, მაგრამ „ომიკრონის“ ერთი ვარიანტის გადატანის შემდეგ მეორით დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.