„ომიკრონით“ რეინფიცირების ჯერ არცერთი შემთხვევა არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, თუმცა არსებობს კვლევა, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ, იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება, - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, რადგან „ომიკრონს“ რამდენიმე ქვეშტამი აქვს.
„დღეს ჩვენთან უკვე პრევალირებს მისი BA.2 შტამი, მაგრამ „ომიკრონის“ შემდგომ კიდევ „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ჯერჯერობით არ გვაქვს. არც ჩვენ გვაქვს და არც ლიტერატურაშია მონაცემები, მაგრამ არსებობს რამდენიმე კვლევა, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისიve თქმით, კვლევის თანახმად, „ბუსტერი“ სერიოზულად იცავს ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და ფატალური გამოსავლისგან.
„მთავარი მოწოდება ყველასთვის არის ისევ აცრა და განსაკუთრებით „ბუსტერიზაცია“, რადგან ამაზე უკვე ბევრი კვლევაა, რომ ბუსტერი სერიოზულად იცავს ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და ფატალური გამოსავლისგან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.