უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევიდან საელჩოების გადატანის შესახებ, დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის გეგმები „დიდი შეცდომაა“.
„ეს დიდი შეცდომაა, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია, გადაიტანონ ზოგიერთი საელჩო დასავლეთ უკრაინაში”, - განაცხადა ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, ზელენსკიმ რადას დეპუტატებსა და ოლიგარქებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, მოუწოდა, უკრაინისთვის გადამწყვეტი მომენტისთვის, ქვეყანაში დაბრუნდნენ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ოჯახიც კიევშია.
„მე პრეზიდენტი ვარ, ჩემი მეუღლე - პირველი ლედი. საკუთარი მაგალითით უნდა ვაჩვენოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ. ეს არ არის ყველასთვის აუცილებელი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პრინციპული საკითხია, რომელიც უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის.
„ადამიანებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, სხვადასხვა პარტიის დეპუტატებს, უნდა მივცეთ სიგნალი სახელმწიფოსგან, უმაღლესი რადასგან, სპიკერისგან, ჩემი მხრიდან პირადად მსურს ვთხოვო, რომ 24 საათის განმავლობაში ყველა დაბრუნდეს ქვეყანაში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.