საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებულ ვითარებაზე. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხს.
ჯეიჰუნ ბაირამოვი დაინტერესდა 13 თებერვალს საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შედეგებით და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების მზადყოფნა გამოთქვა. დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა და გააცნო ქვეყანაში სტიქიის შემდგომ არსებული მდგომარეობა.
ამავე თემაზე:
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა