14 თებერვალს ქუთაისში უნალექო დღე და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ცვალებადი მოღრუბლულობაა ნავარაუდები ფოთში, დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
მესტიაში მზიანი ამინდი და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.