Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 531 კვლევა ტესტით, მათ შორის 39 936 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 595 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.7%, ბოლო 14 დღის - 32.01% ხოლო 7 დღის - 32.19%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 409 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 289 168.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 628 პაციენტი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 049 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 8 972 შემთხვევა, აჭარა - 1 317, იმერეთი - 2 854, ქვემო ქართლი - 842, შიდა ქართლი - 970, გურია - 710, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 272, კახეთი - 1 229, მცხეთა-მთიანეთი - 446, სამცხე-ჯავახეთი - 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 130.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 176 019 საიდანაც:
6 017 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 402, აჭარაში - 737, იმერეთში - 1 201.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 306 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 486, აჭარაში - 155, იმერეთში - 421. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში - 164, აჭარაში - 41, იმერეთში - 26.
1 309 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 820 - თბილისში, 305 - აჭარაში.
168 693 ადამიანი სახლში მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 10, ხოლო აჭარაში - 0.