ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინა 3593-მა ადამიანმა გაიკეთა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3593-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 779 761 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 480 841 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 289 168, გარდაიცვალა 15 628 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.