დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ მიუღია.
მისივე თქმით, სკოლები სასწავლო პროცესი კვლავ ჰიბრიდული მოდელით მიმდინარეობს.
"სკოლებთან მიმართებაში ისევ ჰიბრიდული რეჟიმი მუშაობს. ამაზე გადაწყვეტილებას ერთობლივად იღებენ სკოლის ხელმძღვანელობა, განათლების სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები, თუ რა პირობებში რომელი კლასი ან სკოლა გადადის დისტანციურზე. ასე რომ, საკოორდინაციო საბჭოს მიეღოს მთლიანად ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის გადაწყვეტილება, სწორი არ არის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.