24 დეკემბრიდან 6 იანვრამდე იტალიაში საყოველთაო კარანტინი დაწესდება

24 დეკემბრიდან 6 იანვრამდე იტალიაში საყოველთაო კარანტინი დაწესდება და შესაბამისად, ზომებიც გამკაცრდება.

”ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზომები. ეს მტკივნეული გადაწყვეტილება იყო,”, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანა, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო, შობის წინ შეზღუდვებს ამკაცრებს.

მათ შორის შეზღუდვები გაამკაცრა გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და ნიდერლანდებმა.