იენს სტოლტენბერგი: მოსკოვისგან წამოსული ნიშნები „ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს“ იძლევა

ჯერჯერობით, რუსეთისგან დეესკალაციის არავითარი ნიშანი არ არის, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა  განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, უკან დაიხიოს, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და დაიწყოს მშვიდობიანი გადაწყვეტილების ძიება.

სტოლტენბერგის თქმით, დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ მოსკოვიდან წამოსული ნიშნები „ფრთხილი ოპტიმიზმის გარკვეულ საფუძველს“ იძლევა, თუმცა ჯერჯერობით დეესკალაციის არავითარი ნიშანი არ არის. მისივე თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, უკან დაიხიოს, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და დაიწყოს მშვიდობიანი გადაწყვეტილების ძიება.

ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს მოკავშირეებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია ძვირად დაუჯდება.