სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კოკა კაციტაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი, ლელა ჯანაშვილი უხელმძღვანელებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ლელა ჯანაშვილი, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კარლო კაციტაძე უხელმძღვანელებს. ჯანაშვილი და კაციტაძე პლენარულ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

ამასთან, ლელა ჯანაშვილი და კარლო კაციტაძე ახალი სამსახურების ხელმძღვანელის პოსტებზე 6 წლის ვადით არიან არჩეული.

ცნობისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად იქმნება, რომელიც პირველი მარტიდან აღარ იარსებებს.