პუტინი დონეცკის და ლუგანსკის აღიარებაზე: დეპუტატები ამომრჩევლის აზრით ხელმძღვანელობენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მის მიმართ რუსეთის სათათბიროს მიწოდების თაობაზე, რომ აღიაროს დონეცკი და ლუგანსკი განაცხადა, რომ დეპუტატები, ისევე, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, რუსეთშიც საზოგადოებრივი აზრით და ამომრჩევლის აზრით ხელმძღვანელობენ.

„ამ მხრივ, სავსებით აშკარაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ხალხის დიდი უმრავლესობა თანაუგრძნობს დონბასის მცხოვრებლებს, მხარს უჭერს მათ და იმედოვნებს, რომ იქ სიტუაცია მათთვის რადიკალურად უკეთესობისკენ შეიცვლება“, – განაცხადა პუტინმა.

„დონბასის პრობლემების გადასაჭრელად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც ეს გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, პირველ რიგში, მინსკის შეთანხმებების განხორციელების არასრულყოფილად რეალიზებულ შესაძლებობებზე დაყრდნობით“, – აღნიშნა პუტინმა ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

სახელმწიფო დუმამ ვლადიმერ პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების თხოვნით მიმართა.


გერმანიის კანცლერი: რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება პოლიტიკური კატასტროფა და მინსკის პროცესის დარღვევა იქნება