NATO-ში ამერიკის ელჩი: უნდა გადავამოწმოთ, ნამდვილად დგამს თუ არა რუსეთი ნაბიჯებს დეესკალაციისკენ

NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯულიან სმიტი რუსეთის წარმომადგენლის განცხადებას აფასებს.

როგორ უპასუხებთ რუსეთის განცხადებას, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას წვრთნების შემდეგ იწყებენ, ამ შეკითხვით მიმართეს ელჩს ჟურნალისტებმა.

„რაც შეეხება ცნობებს, რომლებსაც რუსები ავრცელებენ; მათ განცხადებებს, რომ დეესკალაციას ახდენენ. მხოლოდ ის შემიძლია გითრათ, რომ ჩვენ უნდა გადავამოწმოთ ეს. შეიძლება გახსოვთ, დეკემბრის ბოლოსაც იყო მსგავსი განცხადებები, რომ ისინი დეესკალაციას ახდენდნენ და რეალურად, ადგილზე არსებული ფაქტები ამას არ ადასტურებდა. ასე რომ, ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ გვესმის, რაზე საუბრობენ, როდესაც ამბობენ დეესკალაციას, და გვინდა გადავამოწმოთ, რომ ეს სინამდვილეში ხდება. იმედი მაქვს, მომდევნო დღეებში უფრო მეტს გავიგებთ“, - აღნიშნა ჯულიან სმიტმა.


რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ.