საქართველოს რეგიონებში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. ამჯერად, რაჭა-ლეჩუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. საუბრის მთავარი თემა რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციასა და კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მნიშვნელობას ეხებოდა.

„იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც მოსახლეობას ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდა. მიიღეს ამომწურავი პასხები. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩატარდა“, - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა, ქრისტინე კობახიძემ.