ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორის ჰანს ჰენრი კლუგეს განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარადჭერით, კიდევ უფრო გააძლიერებენ საქართველოსთან თანამშრომლობას, მათ შორის ვაქცინის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით.
ამის შესახებ კლუგემ, დღეს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს მთავრობისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისათვის გაწეული მხარდაჭერისთვის, რომელიც ამ რთულ დროს ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზეა მიმართული. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ მწვავე პერიოდში კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას, მათ შორის ვაქცინის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისა და პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობა სოციალური ერთიანობის, ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს“, - აღნიშნა ჰანს ჰენრი კლუგემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი, ჰანს ჰენრი კლუგე საქართველოში ხუთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.