საქართველოში კოვიდინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 55 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 058 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 794 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 264 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 315 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 496 156.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.59%, ბოლო 14 დღის - 32.02% ხოლო 7 დღის - 31.51%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 894 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 300 062.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 683  პაციენტი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 180 385 საიდანაც:

5 974 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 382, აჭარაში - 696, იმერეთში - 1 193.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 309 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 480, აჭარაში - 150, იმერეთში - 422. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პაციენტი, მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 40, იმერეთში - 28.

1 261 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 778 - თბილისში, 308 - აჭარაში.

173 150 ადამიანი სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 10, ხოლო აჭარაში - 0.