24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 3 560 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 560-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 783 856 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 496 156 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 300 062 გარდაიცვალა 15 683 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.