დაღმასვლა შეიმჩნევა, დღეს 15 ათასზე ოდნავ მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გარკვეულწილად კლების ტენდენციაზე მიუთითებს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
„დღეს 15 ათასზე ოდნავ მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გარკვეულწილად კლების ტენდენციაზე მიუთითებს თუმცა მნიშვნელოვანია კვირის ბოლომდე დავაკვირდეთ და საბოლოო დასკვნა აქედან გამომდინარე გაკეთდეს. ჰოსპიტალურ სექტორში 6 ათასამდე პაციენტი რჩება. ეს ყველაფერი მართვადია. პირველად ჯანდაცვაში ოჯახის ექიმების სისტემა მუშაობს.
მოლოდინი არის ის, რომ შემთხვევების სტაბილიზაციასთან ერთად, ალბათ მარტის ბოლოსკენ იქნება უკეთესი მდგომარეობა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 55 პაციენტი.