ახალ ზელანდიაში სავალდებულო ვაქცინაციისა და კოვიდ-პასპორტების მოწინააღმდეგეების დემონსტრაციები გრძელდება.
პოლიციამ კი მათ დასაშლელად უჩვეულო ხერხს მუსიკას მიმართა. მათ დემონსტრანტებს ბარი მანილოვის სიმღერები ჩაურთეს. როდესაც ამის შესახებ ინგლისელმა მუსიკოსმა ჯეიმს ბლანტმა გაიგო, მან სამართალდამცველებს Twitter-ზე მიმართა: „ამან თუ არ იმოქმედა შემეხმიანეთ“. ამის შემდეგ პარლამენტის წინ ბლანტის ცნობილი ჰიტი You're Beautiful აჟღერდა.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა ქვეყნის დედაქალაქში, ველინგტონში, პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს და უკვე ერთი კვირაა არ იშლებიან.