შალვა პაპუაშვილმა უკრაინას ერთიანობის დღე მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინას ერთიანობის დღეს ულოცავს. განცხადება შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

„14 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, 16 თებერვალი გამოცხადდა უკრაინის ერთიანობის დღედ და მსურს, ამ მძიმე პერიოდში უკრაინისთვის, ეს დღე მივულოცო ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს.

დღეს უკრაინის საელჩოში გაიმართება დროშის აღმართვის ცერემონიალი, რომელსაც დაესწრება პარლამენტის ვიცე-სპიკერი და საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე. უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და მხნეობას ამ მძიმე პერიოდში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ