ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ დევი ტაბიძის რეკომენდაციაა, რომ არსებული ეპიდვითარების გამო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაგეგმილზე ადრე გამოცხადდეს. ამის შესახებ ტაბიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩემი პირადი რეკომენდაცია იქნება, ცოტა ადრე შევწყვიტოთ სწავლა და გადავიდეთ იმ არდადეგებზე, რომელიც მოდის. ეს გარკვეულ პერიოდს მოგვცემს. ნახევარზე მეტი სკოლა, ნახევარზე მეტი კლასი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბავშვის ერთი დღე სკოლაში გაშვება ნიშნავს იმას, რომ შემდგომში სერიოზული პრობლემებია, თუმცა ბავშვები ამ შემთხვევაში ამ დაავადების ყველაზე კარგი გადამტანები არიან“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.