ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენი სახლი უკრაინაა და მისი დაცვა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ყველა გაერთიანდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს ერთიანობის დღე მიულოცა.

„ჩვენი სახლი უკრაინაა“ და მისი დაცვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ყველა გაერთიანდება“, - აღნიშნა ვოლოვიმირ ზელენსკიმ.

მან 14 თებერვალს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც 16 თებერვალი უკრაინაში ერთიანობის დღედ გამოცხადდა.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა - ყველა ჩვენგანის ერთიანობის დღე, ჩვენ ყველა განსხვავებულები ვართ! ჩვენ ვართ სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა სქესის, სხვადასხვა ქალაქიდან, რეგიონიდან, სხვადასხვა პროფესიის, განსხვავებული ნიჭის, განსხვავებული ცოდნის, ენების, რელიგიის, მაგრამ ჩვენ გაერთიანებული ვართ ერთი სურვილით - ვიცხოვროთ, მშვიდად, ბედნიერად, როგორც ერთი ოჯახი, ბავშვებთან, მშობლებთან ერთად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


ვოლოდიმირ ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ