უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„უკრაინა გრძნობს და აფასებს ქართველი მეგობრების სოლიდარობას. ჩვენმა ორივე მამაცმა ერმა კარგად იცის, რომ თავისუფლება უფასოდ არ მოიპოვება. მნიშვნელოვანია, რომ ამ საერთო ბრძოლაში უკრაინა და საქართველო ერთმანეთს ზურგს უმაგრებენ“, - წერს უკრაინის პირველი დიპლომატი Twitter-ის პირად გვერდზე.
16 თებერვალს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მონაწილეობა მიიღო უკრაინის ერთობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.