საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო იქნება

საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო იქნება. განხილვის შემდეგ პარლამენტმა კენჭისყრის შედეგად 94 ხმით მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს.

 
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც მომხსენებელმა განმარტა, მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო დროშის და სახელმწიფო გერბის აღმართვა სავალდებულოა ცალკეულ სახელმწიფო თუ ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე. 

 

„იმ მიზნით, რომ მეტად პატრიოტული სულისკვეთება იყოს ქვეყანაში, საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებზე სავალდებულო უნდა გახდეს სახელმწიფო დროშის აღმართვა და ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას გამოფენა, რომ ბავშვთა ასაკიდან დავიწყოთ სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაცია. პოპულარიზაციის გარდა ეს გულისხმობს ამ სიმბოლოების მოვლასაც, რაც მათ მიმართ პატივისცემას ასწავლის მოზარდს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.