აზერბაიჯანმა „სპეციალური საკარანტინო რეჟიმის გახანგრძლივებისა და გარკვეული შეზღუდვების მოხსნის ღონისძიებების“ შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა, რომელიც საქართველოსაც შეეხო. კერდძოდ, საქართველოს მოქალაქეები აზერბაიჯანში საჰაერო გზით შესვლას შეძლებენ. მოქალაქეებმა ფრენამდე 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ და უნდა იყვნენ სრულად ვაქცინირებული.
კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, აზერბაიჯანმა საზღვრები 2020 წლის აპრილში ჩაკეტა. შეზღუდვა სატვირთო გადაზიდვებზე არ ვრცელდებოდა.