საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1136 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 417 ადამიანი იმყოფება.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სიჭინავას ინფორმაციით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში - 212 კოვიდინფიცირებულია, აჭარაში - 37, იმერეთში - 56.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 316, ხოლო გარდაიცვალა 53 ადამიანი.