BioNTech-მა აფქრიკაში კოვიდვაქცინის წარმოებას გეგმავს. ვაქცინების მიწოდების ტემპი აფრიკაში გაუმჯობესდა, მაგრამ აფრიკის მოსახლეობის მხოლოდ 11%-ია სრულად აცრილი. კონტინენტის მიხედვით, ეს მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია
რუანდის, განისა და სენეგალის პრეზიდენტებმა გერმანული პროექტის მიმართ ინტერესი გამოხატეს. საკითხის განსახილველვად ისინი ჯანმოს და აფრიკის კავშირის ხელმძღვანელებს შეუერთდნენ. წარმოებული ვაქცინების გამოყენება სხვა ქვეყანაშიც იქნება შესაძლებელი, ან ექსპორტირებული იქნება აფრიკის კავშირის სხვა წევრებში არამომგებიანი ფასით.
ვარაუდობენ, რომ პირველი ვაქცინების წარმოება 2024 წელს იქნება შესაძლებელი, სავარაუდოდ რუანდაში, სენეგალში ან სამხრეთ აფრიკაში. ევროკავშირმა განაცხადა, რომ სამედიცინო პერსონალის მომზადების პროგრამებს მხარს დაუჭერს.