თეგი: ვაქცინა

სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა Moderna-ს იდენტური ვაქცინა შექმნეს

სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა Moderna-ს კოვიდვაქცინის იდენტური პრეპარატი შექმნეს, რითაც იმედოვნებეენ, რომ კონტინენტზე ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზრდება. მკვლევრებს მხარი დაუჭირა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც (WHO). BBC წერს, რომ ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი გარღვევა აფრიკის კონტინენტისთვის, რადგან mRNA ვაქცინების დიდი უმრავლესობა მდიდარ ქვეყნებში გაიგზავნა, დაბალი შემოსავლის ქვეყნებს კი მათზე ნაკლები წვდომა ჰქონდათ. Moderna-ს პოზიცია ჯერ არ არის ცნობილი. BBC-ის ცნობით, Moderna-მ ადრე განაცხადა, რომ არ დაუშვებდა ვაქცინის პატენტს, რამაც კეიპტაუნის მეცნიერებს მისცა უფლება, ვაქცინის საკუთარი ვერსია შეექმნათ.

პრემიერ-მინისტრი: „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს

სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაიწყო უსაფუძვლო არაარგუმენტირებული სპეკულირება იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა კოვიდპასპორტის გაუქმება. „ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება. აზრი დაკარგა აღნიშნული „მწვანე ბარათების“ გამოყენებამ. თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება და „დელტას“ და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის დროს“, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება „ომიკრონი“. მაგალითად, მე ვარ ერთი მაგალითი - მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი“. მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურ შემთხვევებში ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აღნიშნული ვირუსი. მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა „მწვანე ბარათის“ გამოყენებამ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭირო მისი გაუქმება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

BioNTech-ი აფრიკაში კოვიდვაქცინის წარმოებას გეგმავს

BioNTech-მა აფქრიკაში კოვიდვაქცინის წარმოებას გეგმავს. ვაქცინების მიწოდების ტემპი აფრიკაში გაუმჯობესდა, მაგრამ აფრიკის მოსახლეობის მხოლოდ 11%-ია სრულად აცრილი. კონტინენტის მიხედვით, ეს მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია რუანდის, განისა და სენეგალის პრეზიდენტებმა გერმანული პროექტის მიმართ ინტერესი გამოხატეს. საკითხის განსახილველვად ისინი ჯანმოს და აფრიკის კავშირის ხელმძღვანელებს შეუერთდნენ. წარმოებული ვაქცინების  გამოყენება სხვა ქვეყანაშიც იქნება შესაძლებელი, ან ექსპორტირებული იქნება აფრიკის კავშირის სხვა წევრებში არამომგებიანი ფასით. ვარაუდობენ, რომ პირველი ვაქცინების წარმოება 2024 წელს იქნება შესაძლებელი, სავარაუდოდ რუანდაში, სენეგალში ან სამხრეთ აფრიკაში. ევროკავშირმა განაცხადა, რომ სამედიცინო პერსონალის მომზადების პროგრამებს მხარს დაუჭერს.

საქართველოს პრეზიდენტი მეორე ბუსტერ დოზით აიცრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი COVID19-ის პრევენციის მიზნით, მეორე ბუსტერ დოზით აიცრა.  10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 764 პირი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 72 073 ტესტი. „დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 7 დღის განმავლობაში 10.84%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 14 დღის განმავლობაში 9.55%-ს. 7 დღეში ქვეყნის მასშტაბით სულ ჩატარდა 72 073 ტესტი", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.  

თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინის გაფუჭების საფრთხე არსებობს, მაგრამ ამის გამო, საკმარისი რაოდენობის არ შემოგვეტანა?

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ„ დოზის გაკეთება აუცილებელია. „პალიტრანიუსის“ გადაცემაში თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში არიან პაციენტები, რომლებიც კორონავირუსით სამჯერ და ოთხჯერ დაინფიცირდნენ, თუმცა მათ ვირუსი მსუბუქად გადაიტანეს. მისივე თქმით, წინა შემთხვევის მსგავსად, ისევ არსებობს საფრთხე, რომ საქართველოში არსებულ გამოუყენებენ ვაქცინებს ვადა გაუვიდეს. „სამწუხაროდ, ამის საფრთხე არსებობს, მაგრამ რა ვქნათ, ამის გამო საკმარისი რაოდენობის არ შემოგვეტანა? რომ არ შემოგვეტანა შედეგი იქნებოდა და სწორიც იქნებოდა, სახელმწიფოს დადანაშაულება, რომ მოსახლეობა მზად არის და არ არის ვაქცინები. ამას სჯობს ვაქცინა ზედმეტობით გვქონდეს. მართალია ეს უყაირათობაა, მაგრამ სჯობს ვაქცინა გვქონდეს ზედმეტობით“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. რაც შეეხება შეზღუდვების დაწესებას, როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, საქართველოში კორონავირუსის მართვის კარგი დინამიკა ფიქსირდება და ამ ეტაპზე, ქვეყანაში პირბადის სავალდებულო ტარების აუცილებლობა არ დგას. თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, ვინ ინფიცირდება ომიკრონის შტამით უფრო ხშირად. „ვისაც არ გადაუტანია და არც ვაქცინირებული არ არის, ისინი ყველაზე მეტად ინფიცირდებიან, იმიტომ რომ მათ იმუნიტეტი საერთოდ არ აქვთ. ვინც არის სრულად ვაქცინირებული, მითუმეტეს, "ბუსტერ" დოზით, ან აქვთ კოვიდი გადატანილი და შესაძლოა არა ერთხელ, მათ ბუნებრივია იმუნიტეტი აქვთ, ან ვაქცინით გამომუშავებული, ან თვითონ ინფექციის გადატანის შედეგად გამომუშავებული და ისინი ნაკლებად ინფიცირდებიან, თუმცა დაცულები არ არიან. ამაზე მეტყველებს ის შემთხვევები, რომ ჩვენ გვყავს პაციენტები, რომელსაც მესამეჯერ დაემართათ კოვიდი და მეოთხედაც, მაგრამ ამათ კოვიდი როგორც წესი მსუბუქად ემართებათ“, - განაცხადა ცერცვაძემ. ცერცვაძის თქმით, „იმედი იმის, რომ კოვიდი აღარ იქნება, ჯერ არ არის“. „როგორმე ვიპოვოთ ჩვენ თავში ძალა და გავაძლიეროთ ვაქცინაცია. განსაკუთრებით, „ბუსტერ“ დოზებით. დადასტურებულია, რომ სწორედ „ბუსტერ“ დოზები იცავს ძირითადად ინფიცირებისგან. მართალია რეგულაციები მთლიანად მოხსნილია, მაგრამ არ უშლის ხელს მოსახლეობას, როგორც უცხოეთში აკეთებს შეგნებული ნაწილი, ნებაყოფლობით ატარონ პირბადეები - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში, დახურულ სივრცეებში, სადაც ხალხმრავალი შეკრებებია“, - განაცხადა ცერცვაძემ. ცერცვაძის თქმით, დღეს არსებული შტამი პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციებისგან, შესაბამისად, ვისაც აღმოაჩნდება სიმპტომები, როგორიცაა ყელის ტკივილი, სურდო, თავის ტკივილი, ხველა, მაღალი ტემპერატურა, სწრაფი ტესტი უნდა ჩაიტაროს. „ახლა, როცა სხვა რესპირატორული ინფექციების რიცხვი შემცირებულია პოტენციურად ასეთი სიმპტომი ძალიან დიდი ალბათობით კოვიდზე მიუთითებს. ამიტომ ყველა, ვისაც ეს სიმპტომები აღმოაჩნდება, აუცილებელია, რომ პირველივე დღეს ჩაიტაროს სწრაფი ტესტი, რაც უფასო და ხელმისაწვდომია, დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, (ძალიან კარგად არის აწყობილი ელექტრონული სისტემა) შედგება მასა და ოჯახის ექიმს შორის კომუნიკაცია. სულ ერთი დღე დასჭირდება, რომ ოჯახის ექიმმა შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა თუ ის მსუბუქია, არაფერი სჭირდება, მაგრამ თუ ის დამძიმების რისკებს შეიცავს, რაც არის 60 წელზე მეტი ასაკი, ან მძიმე თანმხვედრი დაავადებები, მაშინ აუცილებელია და ექიმი ურჩევს, რომ უნდა დაიწყოს მკურნალობა: „პაქსლოვიდით“ ან „რემდესივირით“, - განაცხადა ცერცვაძემ და დაამატა, რომ „არცერთი პაციენტი, რომელმაც ბოლო ოთხი თვის მანძილზე ჩვენებების შემთხვევაში დაიწყო მკურნალობა პირველი სამი დღის განმავლობაში „პაქსლოვიდით“ ან „რემდესივირით“ არ დამძიმებულა, არ მოხვედრილა რეანიმაციაში და არ გარდაცვლილა“.  

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა, რომელ სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი ცნობილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა არის შესაძლებელი. როგორც გაბუნია განმარტავს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული. "ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულება არის ჩართულისაკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებში. აცრის წერტილი ყველა იმ დაწესებულებაშია, სადაც მიეწოდება პირველადი ჯანდაცვის სერვისი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ამ დაწესებულებებს გაგზავნილი აქვთ ვაქცინების მარაგი. უმჯობესია, პაციენტმა მიმართოს იმ დაწესებულებას, სადაც ის იმყოფება აღრიცხვაზე პირველადი ჯანდაცვის სერვისისთვის. თუ პაციენტი მიდის სხვა დაწესებულებაში და არ აქვს ფორმა ასი, რთულია იდენტიფიცირება დიაბეტი აქვს, ქრონიკული დაავადება თუ სხვა, ასევე რამდენად ექვემდებარება აცრას კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისად", - განაცხადა გაბუნიამ. დაწესებულების ჩამონათვალი: http://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=3e9d5d35-d6bd-481c-a55e-3659f9d365fd&fbclid=IwAR19FmBLOSbEuCzJSDrCZALmFHViDQhUEOylGEFlh-nEN9huSS20T5Mn51g ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 სექტემბერს დაიწყო.  

აშშ-მ უკრაინას 2,3 მილიონი დოზა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა მიაწოდა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2,3 მილიონი დოზა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა მიაწოდა. ტვირთი უკრაინას გლობალური პროგრამის, COVAX-ის მეშვეობით გადაეცა. ვაქცინა უკრაინის 23 რეგიონში განაწილდება. კერძოდ, კიევს - 31 ათასზე მეტი დოზა მიეწოდება. ლვოვის რეგიონში 29 ათასზე მეტი, პოლტავის რეგიონში - 23 ათასზე მეტი, ხარკოვის, ოდესისა და კიევის რეგიონებში - დაახლოებით 20 ათასი დოზა გადანაწილდება. ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში რეგიონებში 332 ათასზე მეტ ვაქცინას ჩაიტანენ. ვაქცინა განკუთვნილია როგორც პირველი და მეორე, ისე გამაძლიერებელი დოზისთვის.  

Pfizer-ი COVID19-ისა და გრიპის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინის კანდიდატის კვლევას იწყებს

აშშ-ის წამლის მწარმოებელმა Pfizer Inc-მა (PFE.N) და მისმა გერმანელმა პარტნიორმა BioNTech SE-მ COVID19-ისა და გრიპის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინის შესაფასებლად კვლევა დაიწყეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ცდები შეერთებულ შტატებში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 18-დან 64 წლამდე ასაკის 180 მოხალისე მიიღებს. ადრეული სტადიის კვლევა, რომელსაც BioNTech-ი აფინანსებს, მიზნად ისახავს, შეაფასოს კომბინირებული ვაქცინის უსაფრთხოება, იმუნოგენურობა, ან იმუნური პასუხის წარმოქმნის უნარი.

ყველა მსურველისთვის სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება

10 დეკემბრის ჩათვლით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო.  

რუსული ვაქცინის შემქმნელის თქმით, Sputnik V კოროვირუსის ახალი შტამებისგან არ იცავს

რუსული ვაქცინა Sputnik V კოროვირუსული ინფექციის ახალი შტამების გამო არაეფექტიანია. ამის შესახებ Gazeta.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა „გამალეის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ალექსანდრ გინცბურგმა, რომელმაც შექმნა ვაქცინა. გინცბურგის თქმით, ცენტრი ახლა კლინიკურ კვლევებს ატარებს Sputnik V-ის იმ ვერსიაზე, რომელიც ადაპტირებულია კორონავირუსის შტამ „ომიკრონის“ ახალი ვარიანტის, „კრაკენისთვის“. გინცბურგის თქმით, Sputnik-ის იმ ვერსიამ, რომელიც 2020 წელს შეიქმნა, „უბრალოდ შეწყვიტა სრულად დაცვა“. ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ COVID-19-ის პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ საჭირო გახდა ვაქცინის ანტიგენური შემადგენლობის განახლება. ამასთან, მან აღიარა, რომ მომავალი წლის მარტისთვის, როდესაც მოსალოდნელია ახალი ვაქცინის სამოქალაქო მიმოქცევაში შესვლა, ის შეიძლება, აღარ იყოს აქტუალური, რადგან სავარაუდოდ, ახალი შტამები გაჩნდება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის კერძო კლინიკებში ვაქცინა Sputnik V პრაქტიკულად გაქრა. „გამალეის ცენტრმა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავების შესახებ 2020 წლის ზაფხულში გამოაცხადა. ეს იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ვაქცინა, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებოდა. რუსეთში ამ ვაქცინით აცრილია ათობით მილიონი ადამიანი. ვაქცინა მიეწოდება მთელ რიგ უცხო ქვეყნებს, მაგრამ მას ჯერაც არ მიუღია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერტიფიკატი. „ზაფხულიდან მოყოლებული, მსოფლიოში COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა სიხშირე მატულობს, ასევე დაფიქსირდა შემთხვევების რაოდენობის ზრდა რუსეთშიც. ვინაიდან დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ახლა მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე პანდემიის დასაწყისში, თითქმის ყველა ქვეყანამ გააუქმა არსებული შეზღუდვების უმეტესი ნაწილი. რუსეთის რიგ რეგიონებში, მათ შორის მოსკოვში, კვლავ ძალაშია კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვები მასობრივი ღონისძიებების თაობაზე. პრაქტიკაში საუბარია ქუჩის აქციების აკრძალვაზე, რომლითაც ხელისუფლება არ არის დაინტერესებული,“ - წერს Ekho kavkaza.  

პირველიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველასთვის უფასო იქნება – NCDC

პირველი ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხ-კომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. უწყებაში აცხადებენ, რომ ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომლთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. NCDC-ის ცნობით, აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა. დაწესებულებების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ბმულზე.