ავღანეთში მომხდარ აფეთქებას, 15 ბავშვი ემსხვერპლა. დაშავებულია 20-მდე ადამიანი.
The Guardian-ის ცნობით, შემთხვევა თალიბების კონტროლირებად ღაზნის პროვინციაში, გილანის რაიონში მოხდა. დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
მომხდარის მიზეზი უცნობია. პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.