იენს სტოლტენბერგი: გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნება მიუღებელია

NATO-ს კარე ღიაა და NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას თავად ალიანსი და ასპირანტი ქვეყნები იღებენ და არავინ სხვა, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არის და რეგიონის ქვეყნებთან, უკრაინასა და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ალიანსისთვის.

„NATO-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ვერ მივიღებთ გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნებას, სადაც დიდი სახელმწიფოები აბულინგებენ, აშინებენ და სხვების იძულებას ცდილობენ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა NATO-საქართველოს და NATO-ს - უკრაინის კომისიების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა გაიმეორა, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება უკრაინის გარეშე და საქართველოს გარეშე, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება.