ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველო სავარაუდოდ მარტის ბოლოდან მიიღებს.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული ვაქცინა განსაზღვრული არ არის, თუმცა ყველა მიმართულებით მუშაობენ, ქვეყანას ნებისმიერი ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობა ჰქონდეს.
„მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა როგორც შესწავლის, ასევე ინფრასტრუქტურული გაძლიერების კომპონენტში. შესაბამისად, ქვეყანა იქნება მზად ყველა სახის ვაქცინის მიღებისთვის. დღესდღეობით, ძალიან ცვალებადია ის ბაზარი, რომელიც გვპირდება ვაქცინის მოწოდებას. აქედან გამომდინარე, მცდარი მოლოდინების დანერგვის მიღმა მნიშვნელოვანია, ინფორმაცია მოსახლეობას სწორად მიეწოდოს. ვვარაუდობთ, რომ ვაქცინები შესაძლოა, მარტის ბოლოდან გამოჩნდეს ქვეყანაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.