Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 616 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 979 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 14 405 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 526 205.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 29.64%, ბოლო 14 დღის - 32.04% ხოლო 7 დღის - 30.78%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 24 409 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 348 581.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 771 პაციენტი ემსხვერპლა.